წვდომის მენიუ

შპს “ბიზნეს ჯგუფი პელიკანი თრეველ ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 367 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ბიზნეს ჯგუფი პელიკანი თრეველ ჯორჯიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის  საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №204521204) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/217-08; 06.06.08) ქ. თბილისში (ტაქსებით გამოძახების სერვისისთვის) დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  შპს  “ბიზნეს ჯგუფი  პელიკანი თრეველ  ჯორჯიას” ერთი წლის ვადით 419.700 მჰც, 419.725 მჰც, 424.850 მჰც და 424.875 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ბიზნეს ჯგუფი პელიკანი თრეველ ჯორჯიასთვის” მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ბიზნეს ჯგუფი პელიკანი თრეველ ჯორჯიასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.      გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ბიზნეს ჯგუფი პელიკანი თრეველ ჯორჯიასთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები