წვდომის მენიუ

შპს ”ჯიპისი” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 376 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ფარმაცევტულმა კომპანია შპს ”ჯიპისი”-მ (26.06.2008 N7/228-08) ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯიპისი”-ს კომისიის 2007 წლის 15 ივნისის №330/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი - 0007 (ნული-ნული-ნული-შვიდი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის - 15 ივნისამდე. აღნიშნული რესურსის გამოყენებით კომპანიას ორგანიზებული აქვს ე.წ. ”ცხელი ხაზი”, რაც განკუთვნილია მომხმარებელთა ინფორმირებისთვის აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სხვა პროდუქციის შესახებ (აფთიაქის მისამართი, ტელეფონი, მედიკამენტის ფასი, ფორმა, დოზა, მწარმოებელი ქვეყანა/ფირმა გამოყენების ვადა და მოკლე ანოტაცია) ასევე ექიმების მიერ მოკლე სამედიცინო კონსულტაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ჯიპისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით, განმეორებით, მიანიჭოს შპს ”ჯიპისი”-ს ნუმერაციის რესურსი 0-0-0-7 (ნული-ნული- ნული-შვიდი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ჯიპისი”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-0-7 (ნული-ნული- ნული-შვიდი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის - 27 ივნისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. შპს ”ჯიპისი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”ჯიპისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”ჯიპისი”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ჯიპისი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                        კომისიის წევრები                                                     გ.ფრუიძე

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები