შპს ,,ომეგას” №B61 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008
მიღების თარიღი ივნისი 27, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2008 წლის 14 მაისს წერილით (№7/185-2008) მომართა შპს ”ომეგა”-მ, მისი კუთვნილი №B61 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელემაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ომეგა” ფლობს №B61 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით. შპს ,,ომეგას” №B61 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზია ითვალისწინებს საეთერო მაუწყებლობას, მას მოქმედების ვადა ეწურება 2008 წლის 15 ივნისს.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ,,ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.”
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ომეგას” მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები ლიცენზიის მოქმედების პერიოდში.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ,,დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ,,დამოუკიდებელი მარეგულირებელი ეროვნული ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე და 39-ე მუხლების თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ომეგას” №B61 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.
2.ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2008 წლის 25 ივლისს 12.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2008 წლის 1 აგვისტოს 16.00 საათზე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ომეგასათვის”.
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის წევრები: გ. არველაძე
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
კ. კვიტაიშვილი
ს. ბრიტანჩუკი
