შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 02, 2008
მიღების თარიღი ივნისი 27, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №322/8 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”.
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (61,250.00 - სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) 30%-ს 18,375.00 – (თვრამეტი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 15,875.00 (თხუთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ერთი თვის ვადაში - 2008 წლის 13 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 15,875.00 (თხუთმეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N114 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-4 (რვა-ცხრა-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 27 ივნისამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (61,250.00 - სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) დარჩენილი 70%-ის (42,875.00 - ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (42,875.00 - ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
3,572,91 ლარი - 2008 წლის 27 ივლისამდე;
3,572,91 ლარი - 2008 წლის 27 აგვისტომდე;
3,572,91 ლარი - 2008 წლის 27 სექტემბრამდე;
3,572,91 ლარი - 2008 წლის 27 ოქტომბრამდე;
3,572,91 ლარი - 2008 წლის 27 ნოემბრამდე;
3,572,91 ლარი - 2008 წლის 27 დეკემბრამდე;
3,572,91 ლარი - 2009 წლის 27 იანვრამდე;
3,572,91 ლარი - 2009 წლის 27 თებერვლამდე;
3,572,91 ლარი - 2009 წლის 27 მარტამდე;
3,572,91 ლარი - 2009 წლის 27 აპრილამდე;
3,572,91 ლარი - 2009 წლის 27 მაისამდე;
3,572,99 ლარი - 2009 წლის 27 ივნისამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
