წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 38 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 31, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 25 იანვრის N 05 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 05 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტის მე-6 (ერთი მხრივ სს ”ეგრისს” და მეორე მხრივ შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხის განხილვა კომისიის მ/წლის 1 თებერვლის კომისისს სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 05 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 12 (თერთმეტი) საკითხი:

ა) შპს ”თანამგზავრი XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 1 ივნისის №297/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) შპს ”ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.   ს. შავგულიძე);

გ) შპს ”არგონათსისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

დ) შპს ”შავი ზღვის პროდუქტებისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე);

ე) შპს ”ფორისთისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) შპს ”აკოსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ზ) შპს ”დეტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

თ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ დოვ გავიშისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების (მომხს. ს. შავგულიძე);

ი) საზღვაო ხომალდისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

კ) რუსეთის ფედერაციის მიწისზედა თანამგზავრული სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ლ) შპს ”მობიტელისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

მ) შპს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” №B9 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ (მომხს.  გ. რატიშვილი).

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 25 იანვრის N 05 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                                                         გ. არველაძე         

                 კომისიის წევრი                                                         ზ. ნონიკაშვილი                  

                 კომისიის წევრი                                                          გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები