წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების საკითხის გადადების შესახებ

ნომერი: 380 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინმა” 2008 წლის 2 და 6 ივნისს განცხადებებით მიმართა კომისიას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების მოთხოვნით.

კომისიის 2008 წლის 2-5 მაისის №250/16 გადაწყვეტილებით, სს ”საქართველოს გაერთიაენბული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზირებულ პირს, დაეკისრა მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთაგან როგორც განმცხადებელი, შპს ”კავკასუს ონლაინი” აღნიშნავს, არ იქნა შესრულებული შემდეგი პუნქტები:

1) DSL მომსახურების ჩართვასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოების დასრულება 15 სამუშაო დღის ვადაში, ეტაპობრივად, მხარესთან შეთანხმებული გრაფიკით (პუნქტი 2);

2) თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში, 16 მმ ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემა (ცოტნე დადიანის ქ. №32-დან, ამავე მისამართზე არსებულ აუხლოეს ჭამდე და რუსთაველის გამზ. №31-დან რუსთაველის მეტრომდე), ხოლო თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, შპს ”კავკასუს ონლაინისათვის” ალტერნატიული წინადადების შეთავაზება 1 კვირის განმავლობაში (პუნქტი 3);

3) სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება და კომისიის ოფიციალურ საიტზე განთავსება 2 კვირის ვადაში (პუნქტი 4);

4) სახაზო-საკაბელო წყვილების დაზიანების მიზეზების დადგენა, აღმოფხვრა ან აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის  რეგლამენტით” დადგენილი წესის შესაბამისად (პუნქტი 6).

მიმდინარე წლის 20 მაისს კომისიაში შემოვიდა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შეპასუხება, რომელშიც უკანასკნელი აღნიშნავს, რომ  შპს “კავკასუს ონლაინის” განცხადება-შუამდგომლობებში დაფიქსირებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, უსაფუძვლოა და შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო:

1) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზულუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, კომპანიას დაევალა DSL მომსახურების ჩართვასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოების დასრულება 15 სამუშაო დღის ვადაში, ეტაპორივად, მხარესთან შეთანხმებული გრაფიკით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 5 ივნისს გაგზავნილი №8-14/682 წერილი.

2) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზულუციო ნაწილის მე-3 პუნქტით, კომპანიას დაევალა თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩადებაზე ნებართვის გაცემა (ცოტნე დადიანის ქ. №32-დან, ამავე მისამართზე არსებულ აუხლოეს ჭამდე და რუსთაველის გამზ. №31-დან რუსთაველის მეტრომდე), ხოლო თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, შპს “კავკასუს ონლაინისადმი” ალტერნატიული წინადადების შეთავაზება 1 კვირის განმავლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 23 მაისს გაგზავნილი №8-15/621 წერილი.

3) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით, კომპანიას დაევალა სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ მოწვევის ოფერტის გამოქვეყნება და კომისიის ოფიციალურ საიტზე განთავსება 2 კვირის ვადაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 23 მაისს გაგზავნილი №8-15/619 წერილი.

4) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით, მხარეებს დაგვევალა სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ხელმოწერილი ასლის კომისიაში წარდგენა 2 კვირის ვადაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 30 მაისს გაგზავნილი №8-15/652 წერილი.

5) კომისიის №250/16 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით, კომპანიას დაევალა სახაზო-საკაბელო წყვილების დაზიანების მიზეზების დადგენა, აღმოფხვრა ან აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, შედეგების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება მხარისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” აცხადებს, რომ ხსენებული ვალდებულება კომპანიის მიერ შესრულებულია, რისი დადასტურებაცაა კომპანიის მიერ 2008 წლის 23 მაისს გაგზავნილი №8-15/620 წერილი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შესრულებაზე ჩატარდა შემოწმება და მიმდინარე წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №10 კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება შემდეგი:

1) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი - შპს ”კავკასუს ონლაინის” მოთხოვნის შესაბამისად, ნაწილი აბონენტებისა ჩაერთო მათ DSL ფილტრზე, ხოლო ნაწილი აბონენტები სარგებლობენ სხვა კომპანიის ინტერნეტით;

2) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი - სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” №8-15/621 წერილით შეთავაზებული აქვს შპს ”კავკასუს ონლაინისათვის”, ალტერნატიული გზა კაბელის ჩასადებად;

3) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი -  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ოფერტა გამოქვეყნებული აქვს (კომისიას მომართა №8-5/619 წერილით, 23.05.08);

4) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი - ხელშეკრულება არ გაფორმდა მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობების შეუთანხმებლობის გამო;

5) კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი -  დაზიანებები აღდგენილია (”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” №8-15/620 წერილი).

აღნიშნული დავის განხილვისას, გამოირკვა რომ, როგორც განმცხადებელი, შპს ”კავკასუს ონლაინი”   იუწყება, დარღვეულია კომისიის 2-5 მაისის 250/16 გადაწყვეტილების შესრულებისათვის დადგენილი ვადები. ამის დასტურად, განმცხადებელმა წარმოადგინა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” გადაწყვეტილების 8 მაისს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” თანამშრომლის - მ. ოსაძის ხელმოწერით. ამასთან, შპს ”კავკასუს ონლაინმა” ასევე წარმოადგინა ამავე პიროვნების ხელმოწერით სხვადასხვა პერიოდში სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისადმი” ჩაბარებული წერილების ასლები. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა აღნიშნული გადაწყვეტილების 19 მაისს ჩაბარების სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კანცელარიაში ოფიციალურად დარეგისტრირებული დოკუმენტი.

აღნიშნული საკითხვის გამორკვევის და დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა იშუამდგომლა აღნიშნული საკითხის განხილვის გადადების თაობაზე მიმდინარე წლის 4 ივლისისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დაკმაყოფილდეს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სანქცირების საკითხის განხილვა გადაიდოს კომისიის 4 ივლისის სხდომაზე (16:00 სთ-ზე);

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან.

კომისიის  წევრები:                                                            კ. კვიტაიშვილი

                                                                                               გ. ფრუიძე

                                                                                               ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები