წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”ინტელ ფონსა’’ და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 381 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2008

მიღების თარიღი ივნისი 27, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით მიმართა შპს ”ინტელ ფონმა’’ (29.05.08; №6/1099-08), სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არ გაფორმებასთან დაკავშირებით.

დავის საგანს წარმოადგენს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების არ გაფორმება.

კომისიაში  წარმოდგენილ განცხადებაში, შპს ”ინტელ ფონი’’ აღნიშნავს, რომ 2008 წლის 10 აპრილს კომისიის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსები 492XXX და 8040.  აღნიშნული რესურსის ათვისებისა და სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპანიამ წერილობით მიმართა ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ურთიერჩართვის ხელშეკრულების გაფორმების  მიზნით, რასაც ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს კი შეუძლებელს ხდის შპს ”ინტელ ფონის’’ მიერ პრაკტიკული საქმიანობის განხორციელებას.

მოთხოვნები:

1. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დროულად    უზრუნველყოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.

კომისიამ, იმსჯელა რა განსახილველი საკითხის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილებაში და  მიზანშეწონილად მიიჩნია დავის განხილვა.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2008 წლის 20 ივნისს 16 საათზე და დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2008 წლის 27 ივნისის 16 საათი. დავის განხილვის დღის შესახებ ეცნობათ მხარეებს.

დავის განხილვა გაიმართა გაიმართა 2008 წლის 27 ივნისს 16 საათზე. სხდომას ესწრებოდნენ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა” და შპს ”ინტელ ფონი”-ს წარმომადგენლები.

სხდომაზე, შპს ”ინტელ ფონი”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ არაერთხელ მიმართეს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომაპნიას” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ზემოხსენებული ხელშეკრულების გაუფორმებლობის შედეგად კომპანიის საქმიანობას ადგება ზიანი.

სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის’’ მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა შპს ”ინტელ ფონი”-ს მიმართ გაგზავნილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ”ინტელ ფონი”-ს მოთხოვნა არ შეესაბამება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკუთარი ქსელის საკომუტაციო და ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) დადგენილ მოთხოვნებს. წერილში აღნიშნულია, რომ სანამ  ”ინტელფონი”-ს მიერ არ იქნება აღმოფხვრილი აღნიშნული ხარვეზი, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” იტოვებს უფლებას არ განიხილოს განცხადება. წერილს თან ერთვის სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საკუთარი ქსელის საკომუტაციო და ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შემოთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა).

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა   ასევე აღნიშნა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მზად არის გააფორმოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს ”ინტელფონთან” მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მიერ გაკეთდება განაცხადი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  საკუთარი ქსელის საკომუტაციო და ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შემოთავაზების მოწვევის ოფერტის ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ  სხდომაზე შპს ”ინტელ ფონი”-სა და სს ”საქართველოს გაერთიენებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა მოითხოვეს ვადა მორიგებისთვის.

კომისიამ გაითვალისწინა რა მხარეთა მოთხოვნა სადაო საკითხთან დაკავშირებით მორიგების მიზნით ვადის განსაზღვრის შესახებ და ასევე ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმების შედეგად შესაძლებელია სადაო საკითხთან დაკავშირებული დავა მორიგებით დამთავრდეს,  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩათვალა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ძირითადი სხდომის გადადება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედაგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს, ერთი მხრივ, შპს ’’ინტელ ფონს’’ და მეორე მხრივ,    სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ძირითადი სხდომა 2008 წლის 4 ივლისს, 16:00 საათზე;

2.  დავის განხილვის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (გ.თარაშვილი);

3. გადაწყვეტილება  ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

            კომისიის წევრები                                         კ.კვიტაიშვილი

                                                                                    ს.ბრიტანჩუკი

                                                                                  გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები