საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008
მიღების თარიღი ივლისი 04, 2008
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 45 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ (მომხს. ი. აბულაძე);
ბ) შპს ”რუსთავი 2”-სა და შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ.ხოჯევანიშვილი);
გ) შპს ”რუსთავი 2”-სა და შპს ”ნიკა 95”-ს შორის დავის განხილვის შესახებ (მომხს. გ.ხოჯევანიშვილი);
დ) შპს ”სერვისლაინი’-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე).
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 04 ივლისის N 45 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
