შპს ”სერვისლაინი” - სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2008
მიღების თარიღი ივლისი 04, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №323/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსარელეო კავშირებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ქ.ბათუმში გამოცხადებულ აუქციონში, გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ”სერვისლაინი”. ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”სერვისლაინს”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისლაინი” -ს მიერ ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (7,434.00 - შვიდი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) დარჩენილი ნაწილი - 6,726.00 (ექვსი ათას შვიდას ოცდაექვსი ლარი)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”სერვისლაინს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F70 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
- 26 გჰც დიაპაზონში 10 გადამცემი თითოეული 1 ვატამდე სიმძლავრით ქ. ბათუმში. შესაბამისი სიხშირული წყვილებია: 25011 მჰც და 26019 მჰც, 25039 მჰც და 26047 მჰც, 25067 მჰც და 26075 მჰც, 25095 მჰც და 26103 მჰც, 25123 მჰც და 26131 მჰც.
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 4 ივლისამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარმოუდგინოს მონაცემები ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში განსაზღვრული მაგისტრალური მიმართულების მონაკვეთზე აღნიშნული სიხშირული ზოლების მონაცვლეობითი გამოყენების წესის შესახებ;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”სერვისლაინი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრები: ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
