საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 11 ივლისს დანიშნული N 46 სხდომის გადატანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008
მიღების თარიღი ივლისი 11, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 11 ივლისის N 46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის რიგი საკითხების სრულყოფილად მომზადების, სახაზინო სამსახურში სალიცენზიო გადასახდელების ჩარიცხვის ნამდვილობისა და კომისიაში წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის გადამოწმების, შესაბამისად, რიგი ლიცენზიების გაცემის შესახებ საკითხების გამოტანის მიზანშეწონილობის, აგრეთვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი მასალების მოძიების, მათი შემდგომი გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით, მიზანშეწონილია გადატანილ იქნეს კომისიის სხდომა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. 2008 წლის 11 ივლისის კომისიის N 46 სხდომა გადაიდოს და ჩატარდეს 2008 წლის 14 ივლისს, 16:00 საათზე;
2. გაფრთხილდეს ყველა დაინტერესებული მხარე სხდომის გადადების, ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ (ნ. ჯანელიძე)
3. უზრუნველყოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე კომისიის ზემოაღნიშნული სხდომის დღის წესრიგების პროექტის გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
