წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 46 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 399 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი ივლისი 14, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 14 ივლისის N 46 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 46 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში  3 (სამი) საკითხი:

ა) შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრის” №B25 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ვ. შუღლიაშვილი);

ბ) შპს ”ვიტელ ჯორჯიასთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

გ) შპს ”გ.ს.ი. ტექნილოგიისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

2.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 14 ივლისის N 46 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                  კომისიის წევრი                     ს. ბრიტანჩუკი                                           

                  კომისიის წევრი                    ზ. ნონიკაშვილი    

                   კომისიის წევრი                   გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                    კ. კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები