წვდომის მენიუ

შპს ”სერვისი” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 402 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008

მიღების თარიღი ივლისი 14, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სერვისმა” (25.06.2008 №7/243-08) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

   კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №343/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”სერვისს” მიენიჭა ნუმერაციის რესური  0-0-3 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის - 22 ივნისამდე, ქ.თბილისში. აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით კომპანია ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საშუამავლო, საკონსულტაციო სამედიცინო, სარიტუალო, ტაქსისა და გაზის გამოძახება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სერვისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი 0-0-3 (ნული-ნული-სამი) საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ 

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-3 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის - 14 ივლისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. შპს ”სერვისი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3 კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სერვისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სერვისს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”სერვისი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

                        კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                            გ.ფრუიძე

                                                                                                            ზ.ნონიკაშვილი        

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები