შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F64 და შპს “ტელეკომპანია I სტერეო”-ს № F65 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და ”შპს “ტელეკომპანია I სტერეო”-ს და შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირადპირი და №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ” კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2008
მიღების თარიღი ივლისი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილებით მიმართეს შპს ”ტელეკომპანია I სტერეომ” (27.06.2008 №6/1377-08) და შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-მ (27.06.2008 №6/1378-08) კომპანიების კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 და № F64 ლიცენზიების მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, კომპანიებმა მოითხოვეს რადისიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებში რადიოსიხშირული ზოლის ნაწილის გამოყენებაზე მითითებული მეორადი გამოყენების უფლების მოხსნა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვაიმაქს ჯორჯია” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F64 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზი პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-მ ქ.ქუთაისში 2350 მჰც-დან 2354 მჰც-მდე სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-მ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია I სტერეო” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზი პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეომ” ქ.ქუთაისში 2326 მჰც-დან 2350 მჰც-მდე სიხშირული ზოლით სარგებლობა მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, გულისხმობს, რომ: მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
დ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ლიცენზიები მიღებულია შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F29 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შედეგად. ”შპს “სატელიტსერვისი”-ს №F29 ლიცენზიის მოდიფიცირების, „შპს “სატელიტსერვისი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №360/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისა და შპს ”სატელიტსერვისსა” და შპს ”პირველ სტერეო”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიის გადაპირების შესახებ” კომისიის 2007 წლის 7 სექტემბრის №517/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” ლიცენზიაში, ქ.ქუთაისში, 2340 მჰც ± 14 მჰც სიხშირული ზოლი გათვალისიწნებული იქნა მეორადი გამოყენების უფლებით, გამომდიანრე იქიდან, რომ კომისიის 2005 წლის 5 აგვისტოს №561/13 გადაწყვეტილებით შპს ”მეგა-ტვ”-ის მინიჭებული ჰქონდა (2340მჰც ± 14მჰც) მჰც დიაპაზონი ქ.ქუთაისში მობილური რადიოსარელეო კავშირისათვის. შესაბამისად, სწორედ ურთიერთხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით, შპს ”ტელეკომპანია I სტერეოს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F29 ლიცენზიაში, ქ.ქუთაისში, 2340 მჰც ± 14 მჰც სიხშირული ზოლი განესაზღვრა მეორადი გამოყენების უფლებით.
კომისიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”ლიცენზიების (F65 და F64) მფლობელ კომპანიებს, შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეოს” (2326მჰც ÷ 2350მჰც) და შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” (2350მჰც ÷ 2354მჰც) სიხშირული ზოლების ქ.ქუთაისში გამოყენების პირობები, განესაზღვრათ მეორადი გამოყენების უფლებით, რაც ქ.ქუთაისში 2340მჰც სიხშირეზე მოქმედი შპს ”მეგა ტვ”-ის მოძრავი რადიოსარელეო სადგურთან მოსალოდნელი ურთიერთხელშეშლების წარმოქმნის ალბათობით იყო განპირობებული. კომისიის 2008 წლის 13 ივნისის № 342/19 გადაწყვეტილებით, 2გჰც დიაპაზონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, შპს ”მეგა ტვ”-ის შეეცვალა 2340მჰც სიხშირე, რომელსაც კომპანია იყენებდა ქ.ქუთაისში მობილური რადიოსარელეო კავშირისთვის, ახალი სიხშირით, 1045მჰც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია კომპანიებს შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” და შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეოს” მოეხსნათ სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული შეზღუდვები (მეორადი გამოყენების უფლება), 2326მჰც ÷ 2350მჰც და 2350მჰც ÷ 2354მჰც სიხშირული ზოლების ქ.ქუთაისში გამოყენებასთან დაკავშირებით.”
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ქ.ქუთაისში აღარ არსებობს ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რითაც განპირობებული იყო შპს ”ვაიმაქს ჯორჯიასა” და ”ტელეკომპანია I სტერეოს” ლიცენზიებში, 2350მჰც ÷ 2354მჰც (შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” ლიცენზია № F64) და 2326მჰც ÷ 2350მჰც (შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეო”-ს ლიცენზია № F65) რადისიხშირული ზოლების გამოყენების შეზღუდვა მეორადი გამოყენების უფლებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია შევიდეს ცვლილება ”შპს “ტელეკომპანია I სტერეო”-ს და შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირადპირი და №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ” კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილებაში, განხორციელდეს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F64 და ”ტელეკომპანია I სტერეო”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 ლიცენზიების მოდიფიცირება და კომპანიებს მოეხსნათ ქ.ქუთაისში 2350მჰც ÷ 2354მჰც (შპს ”ვაიმაქს ჯორჯიას” ლიცენზია № F64) და 2326მჰც ÷ 2350მჰც (შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეო”-ს ლიცენზია № F65) სიხშირული ზოლების გამოყენების შეზღუდვა მეორადი გამოყენების უფლებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის, საქართველოს ”ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლისა და კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F64 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება ”შპს “ტელეკომპანია I სტერეო”-ს და შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირადპირი და №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ” კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2350 მჰც-დან - 2400 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-მ მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
2. მოდიფიცირდეს შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F65 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება ”შპს “ტელეკომპანია I სტერეო”-ს და შპს “ვაიმაქს ჯორჯია”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F37 ლიცენზიის პირადპირი და №F29 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ” კომისიის 2008 წლის 13 ივნისის №334/5 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2200 მჰც-დან - 2350 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში - ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის და ხონის რაიონების ტერიტორიაზე;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 11 აგვისტომდე;
გ) უზრუნველყოს შპს ”პირველმა სტერეო”-მ მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული ზოლის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად”.
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა.
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ვაიმაქს ჯორჯია”-სა და შპს ”ტელეკომპანია I სტერეო”-სთვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
