წვდომის მენიუ

შპს ”ტაქსი+”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის № 100/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 408 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2008

მიღების თარიღი ივლისი 14, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”ტაქსი+”-მა (რეგისტრირებული  ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 216438709; 02.05.07) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/231-08; 17.06.08)  ქ. რუსთავში 150.175 მჰც და 155.675  მჰც  სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის  22 თებერვლის  № 100/13  გადაწყვეტილებით.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას შპს ”ტაქსი+”-სთვის ქ. რუსთავში 150.175 მჰც და 155.675  მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2008  წლის  22 თებერვლის № 100/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტაქსი+”-სთვის ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                 გ. არველაძე

 კომისიის წევრი                              გ. ფრუიძე

 კომისიის წევრი                             ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                               კ. კვიტაიშვილი

 კომისიის წევრი                               ს. ბრიტანჩუკი

           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები