შპს ”ვიტელ ჯორჯია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2008
მიღების თარიღი ივლისი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 20 ივნისის №346/8 გადაწყვეტილებით შპს ”ვიტელ ჯორჯია” გამოცხადდა გამარჯვებულად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ შემდეგ აუქციონებში:
ა) 493XXX - 494XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისი;
ბ) 130XXX - 131XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავი;
გ) 47XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.ფოთი;
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი თითოეული ლიცენზიისთვის, კერძოდ:
1. ქ. თბილისში 493XXX - 494XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - 8,780.00 (რვა ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი;
2. ქ.რუსთავში 130XXX - 131XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - 860.00 (რვაას სამოცი) ლარი;
3. ქ.ფოთში 47XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად - 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვიტელ ჯორჯია” - ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30% თითოეული ლიცენზიისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N116 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 493XXX - 494XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 14 ივლისამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (30,600.00 ოცდაათი ათას ექვსასი) დარჩენილი 70%-ის (21,420.00 - ოცდაერთი ათას ოთხას ოცი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (21,420.00 - ოცდაერთი ათას ოთხას ოცი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1785 ლარი - 2008 წლის 14 აგვისტომდე;
1785 ლარი - 2008 წლის 14 სექტემბრამდე;
1785 ლარი - 2008 წლის 14 ოქტომბრამდე;
1785 ლარი - 2008 წლის 14 ნოემბრამდე;
1785 ლარი - 2008 წლის 14 დეკემბრამდე;
1785 ლარი - 2009 წლის 14 იანვრამდე;
1785 ლარი - 2009 წლის 14 თებერვლამდე;
1785 ლარი - 2009 წლის 14 მარტამდე;
1785 ლარი - 2009 წლის 14 აპრილამდე;
1785 ლარი - 2009 წლის 14 მაისამდე;
1785 ლარი - 2009 წლის 14 ივნისამდე;
1785 ლარი - 2009 წლის 14 ივლისამდე;
4. მიეცეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N117 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.რუსთავში 130XXX - 131XXX (სულ 2000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 14 ივლისამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
5. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (4,200.00 ოთხი ათას ორასი) დარჩენილი 70%-ის (2,940.00 - ორი ათას ცხრაას ორმოცი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (2,940.00 - ორი ათას ცხრაას ორმოცი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
245 ლარი - 2008 წლის 14 აგვისტომდე;
245 ლარი - 2008 წლის 14 სექტემბრამდე;
245 ლარი - 2008 წლის 14 ოქტომბრამდე;
245 ლარი - 2008 წლის 14 ნოემბრამდე;
245 ლარი - 2008 წლის 14 დეკემბრამდე;
245 ლარი - 2009 წლის 14 იანვრამდე;
245 ლარი - 2009 წლის 14 თებერვლამდე;
245 ლარი - 2009 წლის 14 მარტამდე;
245 ლარი - 2009 წლის 14 აპრილამდე;
245 ლარი - 2009 წლის 14 მაისამდე;
245 ლარი - 2009 წლის 14 ივნისამდე;
245 ლარი - 2009 წლის 14 ივლისამდე;
7. მიეცეს შპს ”ვიტელ ჯორჯია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N118 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ფოთში 47XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 14 ივლისამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
8. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (2,100.00 ორი ათას ასი) დარჩენილი 70%-ის (1,470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
9. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1,470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
122.50 ლარი - 2008 წლის 14 აგვისტომდე;
122.50 ლარი - 2008 წლის 14 სექტემბრამდე;
122.50 ლარი - 2008 წლის 14 ოქტომბრამდე;
122.50 ლარი - 2008 წლის 14 ნოემბრამდე;
122.50 ლარი - 2008 წლის 14 დეკემბრამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 14 იანვრამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 14 თებერვლამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 14 მარტამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 14 აპრილამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 14 მაისამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 14 ივნისამდე;
122.50 ლარი - 2009 წლის 14 ივლისამდე;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
12. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ვიტელ ჯორჯია”-სთვის ჩაბარების დღიდან;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
14.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები
ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
კ.კვიტაიშვილი
ს.ბრიტანჩუკი
