შპს ”გ.ს.ი.ტექნოლოგია” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2008
მიღების თარიღი ივლისი 14, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 27 ივნისის №358/8 გადაწყვეტილებით ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”გ.ს.ი.ტექნოლოგია”.
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”გ.ს.ი.ტექნოლოგია”-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1050.00 (ათას ორმოცდაათი ლარი) 30%-ს 315.00 – (სამას თხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 100.00 (ასი) ლარი ანუ 215.00 (ორას თხუთმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ერთი თვის ვადაში - 2008 წლის 27 ივლისამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გ.ს.ი.ტექნოლოგია”-ს მიერ ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 215.00 (ორას თხუთმეტი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”გ.ს.ი.ტექნოლოგია”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N115 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-0-4-4 (რვა-ნული-ოთხი-ოთხი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 14 ივლისამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 1050.00 (ათას ორმოცდაათი ლარი) დარჩენილი 70%-ის (735.00 - შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (735.00 - შვიდას ოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
61.25 ლარი - 2008 წლის 14 აგვისტომდე;
61.25 ლარი - 2008 წლის 14 სექტემბრამდე;
61.25 ლარი - 2008 წლის 14 ოქტომბრამდე;
61.25 ლარი - 2008 წლის 14 ნოემბრამდე;
61.25 ლარი - 2008 წლის 14 დეკემბრამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 14 იანვრამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 14 თებერვლამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 14 მარტამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 14 აპრილამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 14 მაისამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 14 ივნისამდე;
61.25 ლარი - 2009 წლის 14 ივლისამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ”გ.ს.ი.ტექნოლოგია”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის წევრები ზ.ნონიკაშვილი
გ.ფრუიძე
ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
