წვდომის მენიუ

კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 414 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2008

მიღების თარიღი ივლისი 18, 2008

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 16 მაისის N 278 / 10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, 1422 კჰც რადიოსიხშირის გამოყენებით, რაც მდებარეობს საშუალოტალღოვან დიაპაზონში და რომლის სამოქმედო ზონა არის ერთი გადამცემის სადგურის მომსახურების ზონა - საქართველოს მთელი ტერიტორია;კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2008 წლის 20 ივნისის, 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად  გამოცხადდა 2008 წლის 18 ივლისი, 14:00 საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და ”რადიოსიხშირული სპექტრის ან და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის შესახებ” დებულების შესაბამისად, განისაზღვრა 2016.00 (ორი ათას თექვსმეტი) ლარით.ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2008 წლის 16 მაისის       N 278 / 10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა  მედია ცენტრმა ”ღია აფხეზეთისათვის”. კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2008 წლის 18 ივლისს.  საკონკურსო სხდომას ესწრებოდა მედია ცენტრი ”ღია აფხეზეთისათვის” დამფუძნებელი ნიკოლოზ თარაშვილი. კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.  ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილე მედია ცენტრი ”ღია აფხეზეთისათვის” დამფუძნებელმა ნიკოლოზ თარაშვილმა დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 2016.00 (ორი ათას თექვსმეტი) ლარი.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1.   კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს მედია ცენტრი ”ღია აფხეზეთისათვის”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 2016.00 (ორი ათას თექვსმეტი) ლარი;

2.   უზრუნველყოს მედია ცენტრმა ”ღია აფხეზეთისათვის” 2008 წლის 18 აგვისტომდე სალიცენზიო გადასახდელის  20% - 403.2 (ოთხას სამი ლარი და 20 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში - N200122900

სახელმწიფო ხაზინა, კოდი - N220101222

სახაზინო  კოდი - N300773062

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 1410.8 (ერთი ათას ოთხას ათი ლარი და 80 თეთრი)  ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6.  იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე  უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;

7.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (მ. აროშიძე);

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

 9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

10. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის წევრები:                               ზ. ნონიკაშვილი 

                                                            ს. ბრიტანჩუკი  

                                                            კ. კვიტაიშვილი

                                                             გ. ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები