საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 48 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2008
მიღების თარიღი ივლისი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N 48 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 48 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის (სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” სანქცირების შესახებ) განხილვა და მონიტორინგის, სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტების მიერ მ/წლის 1 აგვისტოსთვის ერთობლივი დასკვნის წარმოდგენის შემდგომ, შეტანილ იქნეს მ/წლის 8 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 48 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს ”ფოლკ-რადიოსთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
ბ) შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთვის რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
გ) შპს ”ლიდერ ტივისთვის” რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);
დ) მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი).
3. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 27 ივლისის N 48 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე გ. არველაძე
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
