წვდომის მენიუ

შპს ”კავკაუსუს ონლაინის” სანქცირების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ

ნომერი: 418 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 07 ივლისს კომისიას №6/1426-08  განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” და მოითხოვა შპს ”კავკასუს ოანლაინის” სანქცირება.

    კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნა შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირების შესახებ ემყარება შპს ”კავკაუსუს ონლაინის” მიერ კომისიის 2008 წლის 30 მაისის №294/19 გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, რითაც ირღვევა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, კერძოდ შპს ”კავკასუს ონალინი”-ს მიერ არ სრულდება 2008 წლის  30 მაისის №294/19 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი.

კომისია აღნიშანვს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დაიწყო სს შპს ”კავკასუს ონლაინის” სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების დაწყების შესახებ, შპს ”კავკაუსუს ოანლინს” შეტყობინება გაეგზავნა 2008 წლის 18 ივლისს. მხარეს ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, ასევე განესაზღვრა ვადა მისი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარმოსადგენად.

საკითხის განხილვა გაიმართა  2008 წლის 25 ივლისის,  კომისიის სხდომაზე, რომელზედაც  კომისიის 2008 წლის 30 მაისის №294/19 გადაწყვეტილების შესრულების მდგომარების შესახებ (ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად)  წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე შპს ”კავკაუსუს ონლაინის” წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოთხოვნას და აღნიშნეს, რომ მათ მიერ არ მოხდა კომისიის 2008 წლის 30 მაისის №294/19 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შესრულება, რადგან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არ მოხდა ხელშეკრულების გაფორმება ამავე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად, რომელიც უნდა დადებულიყო შპს ”კავკასუს ონლაინის” მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად. განმცხადებლისათვის აღნიშნული პოზიცია ცნობილი იყო შპს ”კავკასუს ოანლინის”  მიერ აღნიშნულ საკითხზე გაგზავნლი წერილის მეშვეობითაც.

კომისია აღნიშანვს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა დაადასტურეს გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაუფორმებლობის  და შესაბამისად დამატებითი შეერთების სიმძლავრის ჩაურთველობის ფაქტი, თუმცა დასძინეს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის”  მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტიდან  მიუღებელი იყო მომსახურების ტარიფი, რაც მათ მიერ გასაჩივრებულია კომისიაში და რის გამოც, მათი მიმართვის საფუძველზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევისა და ანალიზის  და ზღვრული ტარიფის დადგენის მიზნით. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი აღნიშანვს, რომ ზღვრული ტარიფის დადგენის შემდგომ შესაძლებელი იქნება ხელი მოეწეროს მათი მხრიდან გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას შპს ”კავკასუს ონლაინთან”, ხოლო ამ ეტაპზე შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოქვეყნებული ტარიფი იმდენად მიუღებელია  და არ შეესაბამება ხარჯებზე ორიენტირებულობის კანონით დადგენილ პრინციპს, რომ შეუძლებელია ხელშეკრულების გაფორმება.

 კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად კერძოდ, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნით დადგინდა, რომ შპს ”კავკაუსუს ონლაინის” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ არის გაფორმებული გაფართოებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოება დასტურდება ასევე შპს ”კავკაუსუს ონლაინის” 2008 წლის 27 ივნისის №627/270608 წერილით, რომელშიც შპს ”კავკასუს ონლაინი” ადასტურებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოხდება დამატებითი სიმძლავრის გამოყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის თაობაზე, რის შესახებ 2008 წლის 27 ივნისს მიღებულია №372/23 გადაწყვეტილება. კვლევის და ანალიზის შედეგად უნდა გამოვლინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირები და უნდა დადგინდეს ზღვრული ტარიფი.

 კომისიის მოსაზრებით, წარმოდგენილი მტკიცებულების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდგომ, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე, შეუძლებელია შპს ”კავკასუს ოანლაინის” სანქცირების საკითხის განხილვა. ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის დასრულებამდე და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ სადაოდ გახდილი ტარიფების შესწავლისა და შესაბამისი ზღვრული ტარიფის დადგენამდე, შეუძლებელია შეფასდეს შპს ”კავკასუს ონლაინის”   მიერ კომისიის 2008 წლის 30 მაისის  №294/19 გადაწყვეტილების  დარღვევის ფაქტი, ვინაიდან, როგორც კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, კომისიის გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს ერთობლიობაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის ყველა პუნქტის ურთიერთშეჯერებით. შეუძლებელია ვისაუბროთ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიის 2008 წლის 30 მაისის №294/19 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეუსრულებლობაზე, თუ არ ვიმსჯელებთ მხარეთა  მიერ ამავე გადაწყვეტილების მეორე პუნქტში განსაზღვრული  ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტის აღუსრულებლობა მხარეთა მიერ უშუალოდ უკავშირდება შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ მოწვევის ოფერტაში გამოქვეყნებული ტარიფების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კომისიაში გასაჩივრების ფაქტს, მისი არაგონივრულობისა  და ხარჯებზე არაორიენტირებულობის გამო. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება  ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის დასრულებამდე და შესაბამისად ზღვრული ტარიფის დადგენამდე. გასათვალისწნებელია ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის  ნებისმიერი ხასიათის ურთიერთობა, მათ შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის მოთხოვნილ სიმძლავრემდე გაზრდა, უნდა განხორციელდეს კონტრაგენტ მხარეებს შორის  გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ანუ კომისიის 2008 წლის 30 მაისის  №294/19 გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების აღსრულებაც ერთობლივად უნდა მოხდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე, 41-ე და 42-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეჩერდეს შპს ”კავკასუს ოანლაინის” გაფრთხილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ”სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2008 წლის 07 ივლისის №6/1426-08  მომართვის საფუძველზე.

2. განახლდეს ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კვლევისა და ანალიზის შედეგების და ზღვრული ტარიფის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) მიერ ამავე ვადაში შედგენილი შემოწმების აქტის წარმოდგენის შემდგომ.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”-თვის და  შპს ”კავკასუს ონლაინის”-თვის გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                      კ.კვიტაიშვილი

                                                                                      გ. ფრუიძე

                                                                                     ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები