წვდომის მენიუ

რიგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების გაფრთხილებისა და სანქცირების ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 419 / 18

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს ”ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება”.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ”ლიცენზიიის ფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმის და დაფინანსების წყაროების შესახებ, ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა”.

აგრეთვე, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) საწარმოს პარტნიორების, აქციათა არანაკლებ 5%-ის მფლობელებისა და დირექტორების თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი;

ბ) იურიდიული პირის დამფუძნებლების, სხვა წევრების, შემომწირველებისა და გამგეობის შემადგენლობის თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი;

გ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის შესახებ;

დ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ე) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;

ვ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ზ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;

თ) საინფორმაციო სააგენტოს საწესდებო კაპიტალში წილის  ან აქციების ფლობის შესახებ;

ი) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი, ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისი კაპიტალის წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:

ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის  წილს ან აქციებს;

ბ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს;

გ) საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს”.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2008 წლის 24 ივნისის №10/349-08 სამსახურეობრივი ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 61-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, კომისიაში ინფორმაცია არასრულად იქნე წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ:

1)            შპს ახალგაზრდული რადიოკომპანია 105”;

2)            შპს ”ჩვენი რადიო”

3)            შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღა”

4)            შპს ”სტუდია მაესტრო”

5)            შპს ”ქართული რადიო”;

6)            შპს ”კორტესი-გიდაგო;

7)            შპს ”რადიო საქართველო”;

8)            შპს ”ძველი ქალაქი”;

9)            ტელე-რადიოკომპანია ”ევრიკა”;

10)        ტელე-რადიოკომპანია ”ზარი”;

11)        ტელე-რადიოკორპორაცია ”ინფორმკავშირი”;

12)        შპს ტელეკომპანია ”დია”;

13)        შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი”

14)        შპს ”ტელეიმედი”;

15)        დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისი”;

16)        ტელეკომპანია ”მზე”;

17)        სპს ”კვეტენაძე და კომპანია”;

18)        შპს ”ეკომი”.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენილი საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი ინფორმაცია შემდეგ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიებს:

1)            შპს ”იმპერია”

2)            შპს ”ფოთი ტვ”;

3)            შპს ტელეკომპანია ”ბორჯომი”;

4)            შპს ტელეკომპანია ”TV5”;

5)            შპს ტელე რადიოკომპანია ”თრიალეთი”;

6)            შპს ტელე რადიოკომპანია ”კოლხეთი 89”;

7)            შპს ტელერადიო კომპანია ”ახმეტა ტვ-1”

8)            შპს ტელეკომპანია ”საქართველო”;

9)            შპს ”ომეგა”;

10)        შპს ”რუსთავი 2”;

11)        შპს ტელეკომპანია ”გურია”;

12)        შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრი”;

13)        შპს ტელე რადიოკომპანია ”ოდიში”;

14)        შპს ტელერადიო კომპანია ”თვალი”

15)        შპს ”ტვ-აფხაზეთი”;

16)        ასოციაცია ”ათინათი”;

17)        ფონდი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;

18)        შპს ”ევროპა პლუს თბილისი”;

19)        შპს ”პირველი რადიო”;

20)        შპს ”რადიო იმედი”;

21)        შპს ”რადიო არტი”;

22)        შპს ”რადიოცენტრ პლუსი”

23)        შპს ”საქართველო 21-ე საუკუნე”;

24)        შპს ”სისტემა გამა”;

25)        შპს ”რადიო უცნობი”;

26)        შპს  რადიოკომპანია ”საქართველოს ხმა”;

27)        შპს ტელერადიოკომპანია ”მწვანე ტალღა”;

28)        მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”;

29)        შპს ტელეკომპანია ”თბილისი”;

30)        შპს ”სპექტრი”;

31)        ტელეკომპანია ”პირველი სტერეო”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 4 ივლისს კომისიაში დაწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების სანქცირების თაობაზე.

წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნულ სამაუწყებლო კომპანიებს შეტყობინებით ეცნობათ იმავე დღეს, 2008 წლის 7 ივლისს. სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლებები.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განსახილველი 2008 წლის 18 ივლისის სხდომა გადაიდო 2008 წლის 25 ივლისისათვის, რის შესახებაც დამატებით შეტყობინებით ეცნობათ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს მიმდინარე წლის 15 ივლისს.

კომისიის 2008 წლის 25 ივლისის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა, რომლის შესაბამისადაც ირკვევა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, კომისიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა შემდეგი სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ:

1)            შპს ”ინფორმკავშირი”;

2)            შპს ”კორტესი-გიდაგო;

3)            შპს ”ევრიკა”;

4)            შპს ”ტელეიმედი”;

5)            შპს ”ძველი ქალაქი”;

6)            შპს ”რადიო იმედი”;

7)            შპს ”ომეგა”;

8)            შპს ”ევროპა პლუს თბილისი”;

9)            მედია ცენტრი ”ღია აფხაზეთისათვის”;

10)        შპს ტელეკომპანია ”თბილისი”;

11)        შპს ”გურია”;

12)        შპს ტელეკომპანია ”გურჯაანი”

13)        შპს ტელერადიოკომპანია ”მწვანე ტალღა”;

14)        შპს ”სტუდია მაესტრო”

15)        ტელეკომპანია ”პირველი სტერეო”.

16)        შპს ტელეკომპანია ”თანამგზავრი”;

17)        ასოციაცია ”ათინათი”;

18)        შპს ტელეკომპანია ”საქართველო”;

19)        შპს  რადიოკომპანია ”საქართველოს ხმა”;

20)        შპს ”მზე”

21)        შპს ”რადიო უცნობი”;

22)        შპს ახალგაზრდული რადიოკომპანია 105”;

23)        შპს ტელე რადიოკომპანია ”ოდიში”;

24)        შპს ტელე რადიოკომპანია ”თრიალეთი”;

25)        შპს ”რუსთავი 2”;

26)        შპს ”ზარი”;

27)        შპს ”კავკასია”;

28)        შპს ”რადიო არტი”;

29)        შპს ტელე რადიოკომპანია ”კოლხეთი 89”;

30)        შპს ”საქართველო 21-ე საუკუნე”;

31)        დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ეგრისი”;

32)        შპს ”რადიო საქართველო”;

33)        შპს ”მიუზიკ ბოქს ჯორჯია”;

34)        შპს ”ჰერეთი”.

შესაბამისად, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიმართ სანქცირების ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, რომლის შესაბამისადაც: ”თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება”.

ამასთან, როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი აღნიშნავს, კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი ინფორმაცია, არასრულად ან საერთოდ არ წარმოადგინეს შემდეგმა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელმა კომპანიებმა:

1)            შპს ”იმპერია”;

2)            შპს ”სპექტრი”

3)            ფონდი ”საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”

4)            შპს ”რადიოცენტრ პლუსი”;

5)            შპს ”ფოთი ტვ”

6)            შპს ტელერადიო კომპანია ”თვალი”

7)            სპს ”კვეტენაძე და კომპანია”;

8)            შპს ”ეკომი”.

9)            შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღა”

10)        შპს ”ჩვენი რადიო”

11)        შპს ტელეკომპანია ”დია”;

12)        შპს ტელეკომპანია ”ბორჯომი”

13)        შპს ტელერადიო კომპანია ”ახმეტა ტვ-1”

14)        შპს ტელეკომპანია ”TV5”

15)        შპს ”სისტემა გამა”

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის განმრტებით, აღნიშნულ სამაუწყებლო კომპანიებთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ მათ მიერ საფოსტო კავშირის მეშვეობით უკვე გაგზავნილია კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად, თუმცა კომისიაში ამ ეტაპზე შესაბამისი კორესპონდენცია მიღებული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს სანქცირების ადმინისტრაციული წარმოება იმ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიმართ, რომლებმაც წარმოადგინეს კომისიაში ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 61-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიში და შესაბამისი ინფორმაცია;

2. გადაწყვეტილება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების: შპს ”იმპერია”; შპს ”სპექტრი”; შპს ”რადიოცენტრ პლუსი”; ფონდი ”საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი”; შპს ”ფოთი ტვ”; შპს ტელერადიო კომპანია ”თვალი”; სპს ”კვეტენაძე და კომპანია”; შპს ”ეკომი”; შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღა”; შპს ”ჩვენი რადიო”; შპს ტელეკომპანია ”დია”; შპს ტელეკომპანია ”ბორჯომი”; შპს ”სისტემა გამა”; შპს ტელეკომპანია ”TV5”; შპს ტელერადიო კომპანია ”ახმეტა ტვ-1” სანქცირების თაობაზე კომისიის მიერ მიღებულ იქნას 2008 წლის პირველ აგვისტოს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: სარაჯიშვილის №1 ა), ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი ღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების დღიდან

კომისიის თავმჯდომარე           გ. არველაძე

კომისიის წევრები:                      ს. ბრიტანჩუკი

                                                         გ. ფრუიძე                                                                                                                                              

                                                        ზ. ნონიკაშვილი

                                                        კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები