წვდომის მენიუ

ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ წარმოდგენილი განცხადების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

ნომერი: 420 / 22

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 10 ივლისს კომისიას განცხადებით (№8/55-08)  მიმართა ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-მა,  ”ღია სააქციო საზოგადოება ”მეგაფონი”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ” კომისიის 2008 წლის 11 ივნისის №320/18 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულ განცხადებაში, კომპანია ითხოვს, წარმოდგენილი ინფორმაციის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად ცნობას.

კომისიას მიაჩნია, რომ ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლისა და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შინაარსობრივად  შეიძლება წარმოადგენდეს კომერციულ საიდუმლოებას,  რომლის გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე, 28-ე და 31-ე მუხლების და ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ,

გადაწყვიტა:

1. ცნობილ იქნას ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ წარმოდგენილი განცხადება  (30.06.2008 №5 СЕО-ИСХ-00771/08)  კომერციულ საიდუმლოებად;

2. ინფორმაცია საიდუმლოდ ჩაითვალოს ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ განცხადების (30.06.2008 №5 СЕО-ИСХ-00771/08) განსაიდუმლოების შესახებ მომართვამდე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საჯარო რეესტრში შეტანა;

4. ღია სააქციო საზოგადოება “მეგაფონი”-ს მიერ წარმოდგენილი განცხადების (30.06.2008 №5 СЕО-ИСХ-00771/08) განხილვა გაიმართოს 2008 წლის 8 აგვისტოს კომისიის დახურულ სხდომაზე;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ №1ა) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                   ს. ბრიტანჩუკი

                                                              ზ. ნონიკაშვილი

                                                              გ. ფრუიძე

                                                            კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები