წვდომის მენიუ

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირებისგან ინფორმაციის გამოთხოვისა და კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №639/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 421 / 19

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 29, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა  და კონკურენციის დეპარტამენტში მიმდინარეობს მუშაობა საკომუნიკაციო დარგის ერთიანი სტატისტიკური ბაზის ფორმირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ბაზის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზებული და  ლიცენზიის მფლობელი პირების საქმიანობის ანალიზს, სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების   ტენდენციებისა და პრიორიტეტების დადგენას, ბაზრის ცალკეული სუბიექტების კონკურენტუნარიანობის გამოვლენას, კომპანიებისა და მომხმარებლების ინფორმირებას, საბაზრო ცვლილებებზე მოქნილი და ადეკვატური რეაგირების მექნიზმის შექმნას.

კომისია აღნიშნავს, რომ საკომუნიკაციო დარგის მითითებული ერთიანი სტატისტიკური ბაზის ფორმირების მიზნით, მიზანშეწონილია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში  ლიცენზიის მფლობელი პირებისგან გამოთხოვილ იქნას შესაბამისი ინფორმაცია კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა  და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული თანდართული ფორმების შესაბამისად, რაც საშუალებას მისცემს კომისიას განახორციელოს მასზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები.

  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

   გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. უზრუნველყონ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულმა ან/და ლიცენზიის მფლობელმა, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში  ლიცენზიის მფლობელმა პირებმა (დანართი №1) სტატისტიკური ანგარიშგების  თანდართული ფორმების (დანართი №2) შევსება და კომისიაში წარმოდგენა დანართ 2-ში მითითებული პერიოდულობით.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა) უზრუნველყოს: სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ფორმატირება და  ელექტრონული ვერსიის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება (გ.გარსევანიშვილი).

3. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა  და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია)  უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში  ლიცენზიის მფლობელი პირების ინფორმირება გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დანართ 1-ის შესაბამისად;  დანართ 1-ში  წარმოდგენილი ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირების  მიერ კომისიაში დანართ 2-ის შესაბამისად ინფორმაციის წარმოდგენის  მონიტორინგი (ი.დეკანოსიძე);

ბ) დანართ 2-ის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში  ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი და საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის საერთო (ნაკრები) ინფორმაციის მომზადება  (კვარტალში  ერთხელ, რ. სვანიძე);

გ) დანართ 2-ის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში  ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ნაკრები  მაჩვენებლების მონაცემების ბაზის  შედგენა (თ. ტყეშელაშვილი, ი. დეკანოსიძე, რ.სვანიძე) და ანალიზი (პერმანენტულად).

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 7 ოქტომბრის №639-22 გადაწყვეტილება ”საკომუნიკაციო დარგის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N1) ერთი თვის ვადაში.

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის  კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა  და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

 კომისიის თავმჯდომარე                                           გ.არველაძე

კომისიის წევრები:                                                   .ნონიკაშვილი

                                                                               .ფრუიძე

                                                                               კ.კვიტაიშვილი

                                                                               ს.ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები