წვდომის მენიუ

შპს ”კარდიოექსპრესი” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 422 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კარდიოექსპრესმა” (11.07.2008 №7/267-08) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

   კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 22 ივნისის №353/7 გადაწყვეტილებით  შპს ”კარდიოექსპრესი”-ს მიენიჭა ნუმერაციის რესურსი - 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008  წლის - 22 ივნისამდე, ქ.თბილისში. აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყენებით კომპანია ახორციელებს მოსახლეობისთვის სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”კარდიოექსპრესი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”კარდიოექსპრესს” ნუმერაციის რესურსი 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”კარდიოექსპრესს”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2009  წლის - 25 ივლისამდე, ქ.თბილისში;

2. შპს ”კარდიოექსპრესი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ” კარდიოექსპრესი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”კარდიოექსპრესს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”კარდიოექსპრესი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      გ.არველაძე

                        კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი                                   

                                                                                                            გ.ფრუიძე

                                                                                                            ზ.ნონიკაშვილი        

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები