წვდომის მენიუ

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის ” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 424 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 22 აპრილს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  კომისიას მიმართა განცხადებით (№8-15/478,22.04.08) საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

         კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 06.03.2006; რეგისტრაციის №70/1), ფლობს საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელებსა და საშუალებებს და შესაბამისად მომსახურეობას უწევს აბონენტებს.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც  განისაზღვრება   „რადიოსიხშირული   სპექტრით     ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.

       აღნიშნულიდან გამომდინარე, სს”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” 18გჰც დიაპაზონში შეირჩეულ იქნა რადიოსარელეო სიხშირული წყვილები, (17892.5 მჰც ± 13.75მჰც და 18902.5მჰც ± 13.75მჰც ), (17920.0 მჰც ± 13.75მჰც და 18930.0მჰც ± 13.75მჰც) სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოსაყენებლად და განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც    შეადგენს  1278.72 (ათას ორას სამოცდათვრამეტი  ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარს.       

      კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად  გადაწყვიტა

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” რადიოსიხშირეები (17892.5 მჰც ± 13.75მჰც და 18902.5მჰც ± 13.75მჰც ), (17920.0 მჰც ± 13.75მჰც და 18930.0მჰც ± 13.75მჰც) დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,   რადიოსარელეო  ხაზების    ფუნქციონირებისთვის,

არაკომერციული მიზნით და  შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018  წლის 25 ივლისამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 1278.72 (ათას ორას სამოცდათვრამეტი  ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარი;       

 3.   უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის  1278.72 (ათას ორას სამოცდათვრამეტი  ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის   გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი - 220101222;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 3000773402;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5.    უზრუნველყოს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ამ გადაწყვეტილების მე-1 პუნქტში განსაზღვრული სიხშირეების, რადიოსარელეო ხაზის მონაკვეთებზე მონაცვლეობით გამოყენების წესის კომისიაში წარმოდგენა, რადიოსარელეო სადგურების ინსტალაციის პროცესის დასრულების შემდგომ;

6.   აღირიცხოს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე)  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

7. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                                        გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                                          კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                            ს.ბრიტანჩუკი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები