წვდომის მენიუ

შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 426 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ  ს. კ. №205171703) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/255-08; 03.07.08) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტს” ერთი წლის ვადით 411.025 მჰც, 411.725 მჰც, 411.750 მჰც და 411.775 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ტრანს ინვესტ კაპიტალ-სამშენებლო მენეჯმენტისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები