წვდომის მენიუ

ერთი მხრივ, შპს ”მაგთიკომსა” და მეორე მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სს ”ეგრისს”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტოს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს შორის დავის განხილვის დღის დან

ნომერი: 436 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 7 ივლისს კომისიას მიმართა (№130-3)  შპს ”მაგთიკომმა” დავის განხილვის მოთხოვნით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, სს ”ეგრისის”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტოს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის წინააღმდეგ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად,  კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში (ინფორმაციის გამჭვირვალეობის ვალდებულება), შპს ”მაგთიკომის” მიერ მოხდა მოწვევის ოფერტის და შესაბამისად  ურთიერთჩართვის ტარიფის გამოქვეყნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს ”მაგთიკომის” ურთიერთჩართვის ტარიფი დადგინდა 2008 წლის 15 მაისიდან. წარმოდგენილი განცხადებით, შპს ”მაგთიკომის” ამგვარი მოქმედება ეყრდნობა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8, მე-12  და მე-15 პუნქტებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მას, როგორც კონკრეტული ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, 2008 წლის 15 მაისამდე  ჰქონდა მინიჭებული უფლებამოსილება დაედგინა ურთიერთჩართვის ტარიფი, შესაბამისად უსაფუძვლოა მოდავე კომპანიების მოთხოვნა 2008 წლის 15 მაისამდე ახალი ტარიფით ანგარიშსწორების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, სს ”ეგრისი”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტო” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” არ დაეთანხმნენ შემცირებული ტარიფით ანგარიშსწორებას 2008 წლის 15 მაისიდან და მოითხოვეს ანგარიშსწორება 2008 წლის 5 მაისიდან ნაცვლად 18.8 თეთრისა, 14.8 თეთრით, ერთ წუთში.

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”მაგთიკომი” მოითხოვს კომისიის მიერ მოხდეს მასსა და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სს ”ეგრისს”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტოს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” შორის ურთიერთჩართვის სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავის დარეგულირება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 11 ივლისის №03/1468-08 წერილით შპს ”მაგთიკომის” განცხადება გადაეგზავნათ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სს ”ეგრისს”, სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტოს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ს”, რომლითაც აღნიშნულ ავტორიზებულ პირებს ეცნობათ მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, ასევე განესაზღვრათ ვადა მათი მოსაზრებების წერილობითი ფორმით წარმოსადგენად.

კომისია აღნიშნავს, რომ  2008 წლის 21 ივლისს (რეგისტრაციის №6/1667-08)  სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტო”-ს მიერ წერილზე დანართის სახით წარმოდგენილი იქნა შპს ”მაგთიკომსა” და სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტო”-ს შორის ხელშეკრულების ასლი, რომელიც გაფორმებული იყო 2008 წლის 15 მაისს და არეგულირებდა შპს ”მაგთიკომის” მიერ სადაოდ ქცეულ სამართლებრივ ურთიერთობას.  სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტო” მოითხოვს, რომ შეწყდეს წარმოება მხარეთა შორის მორიგების გამო.  წარმოდგენილ მოსაზრებას მხარს უჭერს შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენელიც.

კომისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის 21 ივლისს, ასევე წარმოდგენილია სს ”ეგრისის” (კომისიაში რეგისტრაციის №6/1674-08) და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს  (კომისიაში რეგისტრაციის №6/1673-08) წერილობითი მოსაზრებები, რომელშიც წარმოდგენილია იდენტური პოზიცია შპს ”მაგთიკომის” მოთხოვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, მხარეთა მოსაზრებით, რადგან კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი ზღვრული ტარიფი ძალაში შევიდა 05 მაისიდან, შესაბამისად შპს ”მაგთიკომი” ვალდებული იყო ანგარიშსწორება საბითუმო ბაზარზე მოეხდინა ახალი ზღვრული ტარიფის შესაბამისი ტარიფით.

კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომისა” და სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის სააგენტოს” შორის” ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ამავე კანონის ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება მოდავე მხარეებს შორის. კომისიის მოსაზრებით, შპს ”მაგთიკომსა” და სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტო”-ს შორის  2008 წლის 15 მაისს გაფორმებული შეთანხმება წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, შესაბამისად მიზანშეწონილია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მესამე  ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს მორიგება მხარეებს შორის, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება შეწყდეს ”სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტო”-ს ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის, 42-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს ერთის მხრივ, შპს ”მაგთიკომსა” და მეორეს მხრივ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, სს ”ეგრისს” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს შორის დავის არსებითი  განხილვა, 2008 წლის 01 აგვისტოს  16:00 საათზე;

2.  დამტკიცდეს შპს მაგთიკომის” და  სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების და ინფორმაციის  სააგენტო”-ს შორის მორიგება 2008 წლის 15 მაისის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” 2008 წლის 7 ივლისს №130-3 მომართვის საფუძველზე ამ ნაწილში;

3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).

4.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5.  გადაწყვეტილების პირველი და მესამე პუქნტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე პუნქტი შესაძლებელია გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის  მისი ჩაბარების დღიდან.

კომისიის  წევრები:                                                                    კ. კვიტაიშვილი

                                                                                                       ზ. ნონიკაშვილი

                                                                                                       გ. ფრუიძე

                                                                                                       ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები