შპს ”კავკასუს ოანლინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2008
მიღების თარიღი ივლისი 25, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 2 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის №6/1405-08) განცხადებით მიმართა შპს ”კავკასუს ონლაინმა” დავის განხილვის მოთხოვნით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინააღმდეგ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, 2008 წლის 15 ივნისს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილ და შემდგომ გამოქვეყნებულ იქნა მოწვევის ოფერტები. წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი მოწვევის ოფერტები გამოქვეყნდა გარკვეული ხარვეზებით, რაც წინააღმდეგობაშია, როგორც კომისიის გადაწყვეტილებებთან, ასევე მოქმედ კანონმდებლობასთან. განმცხადებელი ასაჩივრებს, როგორც სახაზო-საკაბელო სააბონენტო სპილენძის წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების მოწვევის ოფერტის, ასევე სატელეფონო საკანალიზაციო არხებთან დაშვების პირობებს და მოითხოვს, კომისიის გადაწყვეტილებით დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, მის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტების კომისიის გადაწყვეტილებებთან და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომისიამ, შეისწავლა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, განცხადებაში დასმული მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საკითხი კომისიის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება და საჭიროა მისი განხილვა და არსებითი გადაწყვეტა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” განცხადება გადაეგზავნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას”. მხარეებს ეცნობათ მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ასევე განესაზღვრა ვადა მათი მოსაზრების წერილობითი ფორმით წარმოსადგენად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”კავკასუს ონლაინსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის არსებითი განხილვა, 2008 წლის 01 აგვისტოს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს (უ.სეთური).
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილება ძალაშია მხარეებისთვის მისი ჩაბარების დღიდან.
წევრები: კ. კვიტაიშვილი
ზ. ნონიკაშვილი
გ. ფრუიძე
ს. ბრიტანჩუკი
