წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 49 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 439 / 17

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს N 49 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს N 49 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 (ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას შორის დავის განხილვის შესახებ) და მე-5 (ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გართიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) საკითხების განხილვა 2008 წლის 8 აგვისტოს ხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  N 49 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 7 (შვიდი) საკითხი:

ა) შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 33 ლიცენზიის გადაპირების შესახებ(მომხს. დ.კიკნაძე);

ბ) სს ”ეგრისსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 22 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ  (მომხს. დ. კიკნაძე);

გ) სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 6 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ  (მომხს. დ. კიკნაძე);

დ) სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 56 ლიცენზიის ლიცენზიის გადაპირების შესახებ  (მომხს. დ. კიკნაძე);

ე) სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 75 ლიცენზიის ლიცენზიის გადაპირების შესახებ  (მომხს. დ. კიკნაძე);

ვ) სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 78 ლიცენზიის ლიცენზიის გადაპირების შესახებ  (მომხს. დ. კიკნაძე);

ზ) სს ”ტელენეტსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 79 ლიცენზიის ლიცენზიის გადაპირების შესახებ  (მომხს. დ. კიკნაძე);

3.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 01 აგვისტოს N 49 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                  კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი                                           

                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები