წვდომის მენიუ

შპს „თანამგზავრი XXI”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 1 ივნისის № 297/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 44 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „თანამგზავრი XXI”-მა (ს.კ № 245644345)  კომისიას მიმართა განცხადებით 161.525 მჰც და 166.525 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2007 წლის  1 ივნისის № 297/13  გადაწყვეტილებით.

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის I ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნეს შპს „თანამგზავრი XXI”-სთვის 161.525 მჰც და 166.525 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2007 წლის  1 ივნისის № 297/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;    

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის წევრი                                                                     გ. არველაძე

კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები