წვდომის მენიუ

შპს “ჯეოსთილისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 442 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ჯეოსთილმა”  (რეგისტრირებული ქ. რუსთავის  საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №216425919) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/265-08; 09.07.08) ქ. რუსთავში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “ჯეოსთილის”  საქმიანობის საგანია მინი მეტალურგია.  სიხშირე  გათვალისწინებულია დაცვის თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ჯეოსთილს” ერთი წლის ვადით  419.225 მჰც სიხშირე  ქ. რუსთავში  ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ჯეოსთილისთვის”   მინიჭებული სიხშირე  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ჯეოსთილისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ჯეოსთილისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები