წვდომის მენიუ

სს “ხალიკ ბანკი საქართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 443 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”ხალიკ ბანკი საქართველომ”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის საქადასახადო ინსპექციის  მიერ, ს.კ. № 205236537) კომისიას მიმართა განცხადებით (№7/263-08; 08.07.08) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”ხალიკ ბანკი საქართველოს”  ერთი წლის ვადით სიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სს ”ხალიკ ბანკი საქართველოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში   სს ”ხალიკ ბანკი საქართველოსთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  სს ”ხალიკ ბანკი საქართველოსთვის”   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები