წვდომის მენიუ

შპს “წისქვილკომბინატი-თბილისისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 445 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “წისქვილკომბინატი-თბილისმა”  (რეგისტრირებული ქ. თბილისის  საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №208215821) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/242-08; 25.06.08) ქ. თბილისში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე  გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “წისქვილკომბინატ-თბილისს”  ერთი წლის ვადით  411.650 მჰც სიხშირე  ქ.თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “წისქვილკომბინატი-თბილისისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “წისქვილკომბინატი-თბილისისთვის”   სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “წისქვილკომბინატი-თბილისისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                     კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                     ს. ბრიტანჩუკი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები