წვდომის მენიუ

ი/მ ”ირაკლი მერკვილაძისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 449 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”ირაკლი მერკვილაძემ” (რეგისტრირებული  ქ. რუსთავის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 35001044634) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/271-08, 14.07.08)  ქ. რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ი/მ ”ირაკლი მერკვილაძეს”  ერთი წლის ვადით 158.200  მჰც  სიხშირე (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ი/მ ”ირაკლი მერკვილაძისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”ირაკლი მერკვილაძისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ”ირაკლი მერკვილაძისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                     კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                     ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები