წვდომის მენიუ

ი/მ ”გიორგი გოგუასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 450 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”გიორგი გოგუამ” (რეგისტრირებული  ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. №64004026576) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/249-08, 30.06.08)  ქ. ქობულეთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტაქსებით მომსახურეობისთვის) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს ი/მ ”გიორგი გოგუას”  ერთი წლის ვადით 163.175  მჰც და 169.575 მჰც  სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ქობულეთში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს ი/მ ” გიორგი გოგუასთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ” გიორგი გოგუასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ ” გიორგი გოგუასთვის”   ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                     გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                     ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                     კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                     ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები