შპს “აჭარის ელექტროკავშირ”-სა და სს “საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N33 ლიცენზიის გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “აჭარის ელექტროკავშირ”-მა (24.07.2008 №6/1781-08) და წარმოუდგინა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”-თან 2008 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს “აჭარის ელექტროკავშირი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N33-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანი”-ისთვის ნაწილობრივ გადაცემას, კერძოდ ნუმერაციის რესურსი ქ. ბათუმში 9XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “აჭარის ელექტროკავშირი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N33 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი:
ქ.ბათუმი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 7XXXX, 9XXXX;
ქობულეთის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;
ხულოს რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 7XXXX;
ქედის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 5XXXX;
ხელვაჩაურის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 4XXXX;
შუახევის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;
ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 28 იანვრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N33 ლიცენზიის უნდა გამოეყოს ნუმერაციის რესურსი ქ. ბათუმში 9XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) და მფლობელად განისაზღვროს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N33 ლიცენზიის გამოეყოს ნუმერაციის რესურსი ქ. ბათუმში 9XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) და მიენიჭოს №N122, მფლობელად განისაზღვროს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”;
2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანი”-ის №N122 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ბათუმი სატელეფონო სასადგურო ინდექსი: 9XXXX (10000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 28 იანვრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N33 ლიცენზიის მიენიჭოს №N123, მფლობელად განისაზღვროს შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი:
ქ.ბათუმი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 2XXXX, 4XXXX, 5XXXX, 7XXXX;
ქობულეთის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;
ხულოს რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 7XXXX;
ქედის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 5XXXX;
ხელვაჩაურის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 4XXXX;
შუახევის რაიონი სატელეფონო სასადგურო ინდექსები: 6XXXX;
ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2015 წლის 28 იანვრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”აჭარის ელექროკავშირ”-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანი”-ისთვის ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი