სს “ეგრის”-სა და შპს “ახალი ქსელებ”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22 ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს “ეგრის”-მა (21.07.2008 №6/1667-08) და წარმოუდგინა შპს ”ახალ ქსელებ”-თან 2008 წლის 21 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით ნაწილობრივი გადაპირების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სს ”ეგრისი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N22-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”ახალ ქსელებ”-ისათვის ნაწილობრივ გადაცემას, კერძოდ სამნიშნა კომბინაცია 8-6-5-ზე ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ სს “ეგრისი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ნუმერაციის რესურსი:
8-1-1 (რვა-ერთი-ერთი)
8-1-2 (რვა-ერთი-ორი)
8-1-7 (რვა-ერთი-შვიდი)
8-6-5 (რვა-ექვსი-ხუთი)
ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 ოქტომბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილობრივი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს ”ეგრისი”-ს მიერ შესრულებულია კომისიის 2007 წლის 17 აგვისტოს №473/6 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 108857.12 (ას რვა ათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და თორმეტი თეთრი) გადახდის ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N22 ლიცენზიის უნდა გამოეყოს ნუმერაციის რესურსი 8-6-5 (რვა-ექვსი-ხუთი) და მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები”.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22 ლიცენზიის გამოეყოს ნუმერაციის რესურსი 8-6-5 (რვა-ექვსი-ხუთი) და მიენიჭოს №N119, მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები”;
2. შპს ”ახალი ქსელებ”-ის №N119 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-5 (რვა-ექვსი-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 ოქტომბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N22 ლიცენზიის მიენოჭოს №N120, მფლოლბელად განისაზღვროს სს ”ეგრისი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი:
8-1-1 (რვა-ერთი-ერთი)
8-1-2 (რვა-ერთი-ორი)
8-1-7 (რვა-ერთი-შვიდი)
ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 1 ოქტომბრამდე;
გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის სს ”ეგრისი”-სა და შპს ”ახალი ქსელები”-სთვის ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრები:
ს.ბრიტანჩუკი
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
კ.კვიტაიშვილი
