წვდომის მენიუ

სს “ტელენეტ”-სა და შპს “კავკასუს ონლაინ”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N56 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 455 / 5

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს “ტელენეტ”-მა (24.07.2008 №6/1778-08) და წარმოუდგინა შპს ”კავკასუს ონლაინ”-თან 2008 წლის 23 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სს “ტელენეტი”-ს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N56-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”კავასუს ონლაინ”-ისთვის პირდაპირი გადაპირების წესით გადაცემას.

  კომისია აღნიშნავს, რომ სს “ტელენეტი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N56 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი:  ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 505XXX -509XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 12 სექტემბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №N56 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”კავასუს ონლაინი” და შესაბამისად,  განხორციელდეს სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს ”კავკასუს ონლაინ”-ზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N56 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”კავკასუს ონლაინი” ;

2. შპს ”კავკასუს ონლაინი”-ის №N56 ლიცენზიისთვის განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი:  ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 505XXX -509XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 12 სექტემბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისის ასლის სს ”ტელენეტი”-სა და შპს ”კავკასუს ონლაინი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის     წევრები:                                                                       

ს.ბრიტანჩუკი

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

კ.კვიტაიშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები