წვდომის მენიუ

შპს ,,ომეგას” №B61 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 461 / 6

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2008 წლის 14 მაისს წერილით (№7/185-2008) მომართა შპს ”ომეგა”-მ, მისი კუთვნილი №B61 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელემაუწყებლობა) მოქმედების ვადის ავტომატური გაგრძელების მოთხოვნით.

   კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ,,ომეგა” ფლობს №B61 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით. შპს ,,ომეგას” №B61 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზია ითვალისწინებს საეთერო მაუწყებლობას, მას მოქმედების ვადა ამოეწურა 2008 წლის 15 ივნისს.

   ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ,,ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას.”

   კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს ,,ომეგას” მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები, ლიცენზიის მოქმედების პერიოდში.

  ზემოაღნიშნულის გამო,  კომისიაში 2008 წლის 27 ივნისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (კომისიის №377/23 გადაწყვეტილება), ზეპირი მოსმენის სხდომა ჩაინიშნა 2008 წლის 25 ივლისს, ხოლო გადაწყვეტილების მიღება გადაწყდა 2008 წლის 1 აგვისტოს.

   ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, შპს ,,ომეგას” განესაზღვრა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელი -  3,960.90 (სამი ათას ცხრაას სამოცი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი)  ოდენობით.

    კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,ომეგას” მიერ გადახდილია აგრეთვე  სალიცენზიო მოსაკრებელი -  2000  ლარის ოდენობით.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 და 39-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                        

1. გაუგრძელდეს  შპს ,,ომეგას” №B61 კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა ავტომატურად - 2018 წლის 1 აგვისტომდე;

2. ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ტელემაუწყებლობა მე-10 სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, დაბა მანგლისი.

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში სამაუწყებლო პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი, შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) განახორციელოს ლიცენზიის სახისა და სახეობის შესაბამისი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათ შორის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამასთან არ დაუშვას, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი გახდეს პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, ან პირი, რომელიც პირდაპირ და უშუალო კავშირშია პოლიტიკურ პარტიასთან, არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, ან/და გამგეობის ხელმძღვანელი თნამდებობის პირი, ან/და რომელიმე სხვა პარტიული ორგანოს ხელმძღვანელი, არ არის პარტიიის წევრი, მაგრამ მისი პარტნიორია ან უწევს პარტიას ფინანსურ მხარდაჭერას და ამავდროულად გააჩნია საკუთრი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და სალიცენზიო პირობებთან; კომერციულ რეკლამასა და ტელეშოპინგათან დაკავშირებული საქმიანობა შეუსაბამოს ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონისა და ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

ჟ) უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში;

რ) უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა - 3,960.90 (სამი ათას ცხრაას სამოცი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი)  გადახდილ იქნას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება:                                              ხაზინის ერთიანი ანგარიში

მიმღების ბანკი:                                                           სახელმწიფო ხაზინა

ანგარიში:                                                                      200122900

ბანკის კოდი:                                                                220101222

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:                     300773062

6. ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კომისიას წარედგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. სალიცენზიო გადასახდელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, მისი მიღების დღიდან.

7. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ. აროშიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  გამოქვეყნება;

გ) ახალი სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) ერთი თვის ვადაში.

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

კომისიის წევრები:                                                             

 ზ.ნონიკაშვილი                                                                 

 გ.ფრუიძე                                                                                   

 კ. კვიტაიშვილი

ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები