წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოსელი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 462 / 1

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 06, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 4 ივლისის №382/8 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-7 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”ჯეოსელი”.

კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”ჯეოსელს” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში  გადახდის წესი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში -  2008 წლის 4 აგვისტომდე, გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (71,250.00 -სამოცდათერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) 30%-ს  21,375.00 – (ოცდაერთი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 2500.00 (ორი ათას ხუთასი) ლარი ანუ 18,875.00 (თვრამეტი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმა

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ჯეოსელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N121 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-7 (რვა-ხუთი-შვიდი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 1 აგვისტომდე;

) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (71,250.00 -სამოცდათერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) დარჩენილი 70%-ის (49,875.00 - ორმოცდაცხრა ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ლარი)  გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (49,875.00 - ორმოცდაცხრა ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

4,156.25 ლარი    -   2008 წლის 1 სექტემბრამდე;

4,156.25 ლარი    -   2008 წლის 1 ოქტომბრამდე;

4,156.25 ლარი    -   2008 წლის 1 ნოემბრამდე;

4,156.25 ლარი    -   2008 წლის 1 დეკემბრამდე;

4,156.25 ლარი    -   2009 წლის 1 იანვრამდე;

4,156.25 ლარი    -   2009 წლის 1 თებერვლამდე

4,156.25 ლარი    -   2009 წლის 1 მარტამდე;

4,156.25 ლარი    -   2009 წლის 1 აპრილამდე;

4,156.25 ლარი    -   2009 წლის 1 მაისამდე;

4,156.25 ლარი    -   2009 წლის 1 ივნისამდე;

4,156.25 ლარი    -   2009 წლის 1 ივლისამდე;

4,156.25 ლარი    -   2009 წლის 1 აგვისტომდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ”ჯეოსელი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის წევრები:                                                    ს.ბრიტანჩუკი

                                                                                   ზ.ნონიკაშვილი

                                                                                    გ.ფრუიძე

                                                                                    კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები