საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2008
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 51 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 - მე-5 საკითხები (სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” სანქცირების შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”მაგთიკომსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას შორის დავის განხილვის შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გართიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) მ/წლის 15 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 08 აგვისტოს № 51 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
