შპს „სერვისლაინისთვის ” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 01, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2008
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “სერვისლაინი” არის ავტორიზირებული პირი (რეგისტრაციის №235/1, 26.12.2007), ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას №F55 (ვადა 29.04.2008) და რადიოსიხშირული სპექტრის (3434.5 მჰც ÷ 3445.0 მჰც) და (3534.5 მჰც ÷ 3545.0 მჰც) გამოყენება კომისიის გადაწყვეტილებით (420/1,27.07.2007) განსაზღვრული აქვს, ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება ”რადიოსიხშიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “სერვისლაინისთვის” ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი,რუსთავი და თელავი, განლაგებულ საბაზო სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ასაგებად და ფუნქციონირებისთვის, 10გჰც სიხშირულ დიაპაზონში შერჩეულ იქნა რადიოსარელეო სიხშირული წყვილი (10015 მჰც±14 მჰც და 10365 ±14 მჰც) თითოეული ზოლის სიგანით 28 მჰც და განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 45954 (ორმოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი და თელავი, განლაგებულ საბაზო სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “სერვისლაინს” დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული რადიოსიხშირეები ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი და თელავი, განლაგებულ საბაზო სადგურებამდე ინფორმაციული ციფრული ნაკადების მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2018 წლის 8 აგვისტომდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს “სერვისლაინს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 45954 (ორმოცდახუთი ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს “სერვისლაინმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის 45954 (ორმოცდახუთი ათას ცხრაას ოთხმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “სერვისლაინის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. აღირიცხოს შპს “სერვისლაინისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს “სერვისლაინის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “სერვისლაინისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე გ.არველაძე
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
