წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 53 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 469 / 17

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 15, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს N 53 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადაიდოს N 53 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2  საკითხის (სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”, შპს ”ახტელის” და შპს ”ახალი ქსელების” სანქცირების შესახებ) განხილვა  საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე, ხოლო მე-3-მე-5 საკითხები (ერთი მხრივ, შპს ”მაგთიკომსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას შორის დავის განხილვის შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გართიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) გადატანილ იქნეს 2008 წლის 22 აგვისტოს № 54 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. ეცნობოს დაინტერესებულ მხარეებს საკითხების გადადების შესახებ (უ. სეთური, გ.ხოჯევანიშვილი);

3. დამატებით შეტანილ იქნეს  N 53 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ(მომხს. ი. ხარებავა).

4.  დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 15 აგვისტოს N 53 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

5.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარე                               გ. არველაძე           

                  კომისიის წევრი                          ს. ბრიტანჩუკი                                                

                  კომისიის წევრი                          ზ. ნონიკაშვილი      

                 კომისიის წევრი                            გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                            კ. კვიტაიშვილი                                                       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები