წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 353/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 474 / 19

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 15, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად,  

   გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №353/22 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში შევიდეს ცვლილებები:

ა) № 2 დანართის მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  ”5.2. მთავარი სპეციალისტი - 3 – 25 – 75”;

ბ) ხელფასის განაკვეთის ჯამი განისაზღვროს 15,485.00-თ, ხოლო ხელფასის საერთო ჯამი - 28.985.00-ით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 1ა) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 გ. არველაძე

კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი                    

კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                           ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები