წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 476 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2008

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს N 54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს N 54 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-3 და მე-5 საკითხები (ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას შორის დავის განხილვის შესახებ; ერთი მხრივ, შპს ”კავკასუს ონლაინსა” და მეორე მხრივ სს ”საქართველოს გართიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა 2008 წლის 05 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, ხოლო მე-4 საკითხი (სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ)  2008 წლის 29 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2.  დამატებით შეტანილ იქნეს № 54 სხდომის დღის წესრიგში 1 (ერთი) საკითხი:

ა) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

3. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 22 აგვისტოს N 54 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                  კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი                                              

                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი      

                 კომისიის წევრი                                                           გ. ფრუიძე     

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი                                                       
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები