შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2008
მიღების თარიღი აგვისტო 22, 2008
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (№2307/126,23.07.08 და №0108/135,01.08.08 04.03.08) ქ.თბილისში, ქ.რუსთავში, ქ.ბათუმში და ქ.ფოთში, ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელის საბაზო ტერმინალებს შორის რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 02.10.2007; რეგისტრაციის №229/1) და ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას (F58 მოქმედების ვადა 17.12.2017) და რადიოსიხშირულ ზოლს (3448.5მჰც ÷ 3469.5მჰც და 3548.5მჰც ÷ 3569.5მჰც) ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით მომსახურეობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის” შერჩეულ იქნა 26გჰც და 38გჰც სიხშირულ დიაპაზონში, სიხშირული წყვილები თითოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრული პარამეტრებით და მიმართულებებით რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47I-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება ” რადიოსიხშიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 127356 (ას ოცდაშვიდი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებულ, ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო რადიოდაშვების ქსელის საბაზო სადგურებს შორის, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47I -ე მუხლის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” რადიოსიხშირეები თოთოეული ზოლის სიგანით 28მჰც, ამ გადაწყვეტილბის დანართში მითითებული ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ქ.თბილისში, ქ.რუსთავში, ქ.ქუთაისში, ქ.ზუგდიდში ქ.ბათუმში, ქ.ფოთში და ქ.თელავში, უსადენო რადიოდაშვების ქსელის საბაზო ტერმინალებს შორის რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, 10 წლის ვადით - 2018 წლის 22 აგვისტომდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 127356 (ას ოცდაშვიდი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიამ” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 127356 (ას ოცდაშვიდი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი - 220101222;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. აღირიცხოს შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
