წვდომის მენიუ

შპს ”ჯორჯიან ფორისტისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 48 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2008

მიღების თარიღი იანვარი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან ფორისტმა” (რეგისტრირებული  მარტვილის რ-ის სასამარლოს მიერ, № 222/057/5/ბ-44-შპს, 16.01.2006; ს.კ. №235446549) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ფოთში და მარტვილის რ-ის, სოფელ ტალერის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს ”ჯორჯიან ფორისტი” ეწევა ხე-ტყის გადამამუშავებელ საქმიანობას. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  შპს ”ჯორჯიან ფორისტს” 411.975 მჰც სიხშირე ქ. ფოთში და მარტვილის რ-ის, სოფელ ტალერის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ჯორჯიან ფორისტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯორჯიან ფორისტისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის წევრი                                                                     გ. არველაძე

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

           კომისიის წევრი                                                                     ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები