წვდომის მენიუ

შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 483 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-მა (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 08.02.2007 ს.კ. № 212783353) კომისიას მიმართა განცხადებით (7/298-08; 30.07.2008) ქ. ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ (ერთი)  და დეციმეტრულ (ორი) ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის  მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-ს ერთი წლის ვადით  168.475 მჰც, 405.200 მჰც და 410.200 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-სთვის მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-სთვის სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “საკუთრების დაცვის სამმართველო-1”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები