წვდომის მენიუ

შპს “ექსპრეს სექურიტი”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 486 / 13

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ექსპრეს სექურიტ”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 16.06.2008 ს.კ. № 205256809) კომისიას მიმართა განცხადებით (7/299-08; 31.07.2008) ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირის  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “ექსპრეს სექურიტი”-ს ერთი წლის ვადით  424.700 მჰც, 405.125 მჰც და 410.275 მჰც სიხშირეები (ზოლის სიგანით 25კჰც) ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ექსპრეს სექურიტი”-სთვის მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ექსპრეს სექურიტი”-სთვის სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ექსპრეს სექურიტი”-სთვის  ჩაბარებისთანავე. 

            კომისიის წევრი                                                                                 გ. ფრუიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი         

            კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები