წვდომის მენიუ

სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, ქ.რუსთავში ქ. ფოთში და გორის რაიონში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულების გამოვლენის შესახებ

ნომერი: 492 / 8

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 29, 2008

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2008 წლის 14 ივლისის N406/8  გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონები სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

ა) 495XXX  (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა - 2000 (ორი ათასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯმა შეადგინა  - 100 (ასი) ლარს;

ბ) 132XXX  (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.რუსთავში;

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა -  2000 (ორი ათასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯი შეადგინა -  100 (ასი) ლარს;

გ) 31XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად გორის რაიონში;

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა - 2000 (ორი ათასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯი შეადგინა -  100 (ასი) ლარს;

დ) 48XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.ფოთში;

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრა - 2000 (ორი ათასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯი შეადგინა -  100 (ასი) ლარს;

ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 4 აგვისტოს 17:00 საათი, ხოლო აუქციონების  ჩატარების თარიღად -  2008 წლის 29 აგვისტოს 13:00  საათი;

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში  წარმოადგინეს:

ა) ქ.თბილისში - შპს ”სერვისლაინი” (04.08.2008 №11/44-08)  და შპს ”ჰაიკომი” (04.08.2008 №11/45-08);

ბ) ქ.რუსთავში - სს ”გლობალ ერთი” – 04.08.2008 №6/1876-08;

გ) გორის რაიონში - სს ”გლობალ ერთი” – 04.08.2008 №6/1876-08;

დ) ქ.ფოთში - სს ”გლობალ ერთი” – 04.08.2008 №6/1876-08;

კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.

აუქციონები გაიმართა 2008 წლის 29 აგვისტოს კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ქ.რუსთავში, გორის რაიონში, და ქ.ფოთში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამოცხადებულ აუქციონებში განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ სს ”გლობალ ერთმა”. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. სს ”გლობალ ერთის” წარმომადგენელმა თითოეული აუქციონისთვის - ქ.რუსთავში, გორის რაიონში, და ქ.ფოთში,  რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის -  2100.00 (ორი ათას ასი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

კომისია აღნიშნავს, რომ ქ.თბილისში 495XXX  (სულ 1000 სააბონენტო ნომერი)  სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად ჩატარდა წილისყრა  კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად  შპს ”სერვისლაინი”-ს  წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №2, შესაბამისად, შპს ”ჰაიკომი”-ს წარმომადგენელს  წილად ხვდა №1. პირველი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა (საწყის საფასურს - 2000 ლარს + ერთი ბიჯი, 100 ლარი) დააფიქსირა შპს ”ჰაიკომი”-ს წარმომადგენელმა. აუქციონის მსვლელობისას  შპს ”ჰაიკომი”-ს წარმომადგენლის მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა საწყის ოდენობას დამატებული 141 (ას ორმოცდაერთი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”სერვისლაინი”-ს  წარმომადგენელმა დაამატა კიდევ 1 (ერთი) ბიჯი. შპს ”ჰაიკომი”-ს წარმომადგენელმა 143-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 142 (ას ორმოცდაორი) ბიჯი, სულ 16,200.00 (თექვსმეტი ათას ორასი) ლარი დააფიქსირა შპს “სერვისლაინი”-ს წარმომადგენელმა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”გლობალ ერთი” ქ.რუსთავში 132XXX  (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2100.00 (ორი ათას ასი) ლარი;

2.  უზრუნველყოს სს ”გლობალ ერთმა”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 630.00 – (ექვსას ოცდაათი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი ლარი) ლარი ანუ 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარის გადახდა 2008 წლის 29 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;  

4. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”გლობალ ერთი” გორის რაიონში 31XXX  (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2100.00 (ორი ათას ასი) ლარი.

5.  უზრუნველყოს სს ”გლობალ ერთმა”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 630.00 – (ექვსას ოცდაათი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი ლარი) ლარი ანუ 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარის გადახდა 2008 წლის 29 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;  

7. გამარჯვებულად გამოცხადდეს სს ”გლობალ ერთი” ქ.ფოთში 48XXX  (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 2100.00 (ორი ათას ასი) ლარი.

8.  უზრუნველყოს სს ”გლობალ ერთმა”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 630.00 – (ექვსას ოცდაათი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი ლარი) ლარი ანუ 430.00 (ოთხას ოცდაათი) ლარის გადახდა 2008 წლის 29 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

9. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (1470.00 - ათას ოთხას სამოცდაათი ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;  

10. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სერვისლაინი” ქ.თბილისში 495XXX  (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 16,200.00 (თექვსმეტი ათას ორასი)  ლარი .

5.  უზრუნველყოს შპს ”სერვისლაინმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 4,860.00 (ოთხი ათას რვაას სამოცი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი ლარი) ლარი ანუ 4,660.00 (ოთხი ათას ექვსას სამოცი) ლარის გადახდა 2008 წლის 29 სექტემბრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;

6. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,340.00 თერთმეტი ათას სამას ორმოცი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

7. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.  კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე  რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

8. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;

9. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებულის  მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

10. დაევალოს კომისიის აპარატის  პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი)  აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

11.  დაევალოს კომისიის აპარატის  სამართლებრივ დეპარტამენტს  (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

13. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე

კომისიის წევრები                                                     ზ.ნონიკაშვილი

                                                                                    კ.კვიტაიშვილი     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები