წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის N 56 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 494 / 17

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 29, 2008

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს N 56 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.  გადატანილ იქნეს N 56 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა 2008 წლის 12 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამტკიცდეს კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს N 56 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                  კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი                                               

                  კომისიის წევრი                                                          ზ. ნონიკაშვილი    

                 კომისიის წევრი                                                           კ. კვიტაიშვილი    
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები